09, თებერვალი 2017 11:27:00
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქნება. ,,მოძრაობა თავისუფლებისკენ-ევროპულ საქართველოში" „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები კახა დეკანაძე, ნუგზარ სოლომონიძე, ბადრი გორგაძე და მურად გორგაძე გაერთიანდებიან. ფრაქციას სავარაუდოდ კახა დეკანაძე უხელმძღვანელებს. რეგისტრაციისთვის დეპუტატები საკრებულოს განცხადებით ხვალ მიმართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ხულოს საკრებულოში ერთი თვის წინ დაიშალა, როცა 5 წევრიდან პარტია 4-მა დატოვა და ევროპულ საქართველოს შეუერთდა. ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ ირაკლი ჯორბენაძე რჩება.