12, მარტი 2018 14:02:00
“პროფესიული უნარები მშენებლებისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის” - ფორუმი ამ სახელწოდებით ხვალ, გაიხსნება. შეხვედრაზე განიხილავენ ტენდენციებსა და პოლიტიკას სამშენებლო სექტორში, კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, ასევე, სამშენებლო კომპანიების როლს დუალურ განათლებაში. ფორუმში აჭარის მთავრობის, სამრეწველო პალატის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამშენებლო -ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას