12, მარტი 2018 14:05:00
სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს უფროსის მოვალეობას ლანა მოდებაძე აპრილის ბოლომდე შეასრულებს. პოსტი ვაკანტური, მას შემდეგ გახდა, რაც ციალა ქათამიძემ თანამდებობა დატოვა. იგი მუშაობას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აგრძელებს. სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე კი კონკურსი, სავარაუდოდ მაისში გამოცხადდება.