13, მარტი 2018 14:09:00
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ხეების ტრანსპორტირების პროცესის სამართლებრივ შესწავლას იწყებს. გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ორი ფაქტორის გამო მიიღო. პირველი - გარემოზე მიყენებულ ზიანის მასშტაბურობა, მეორე კი საკითხის დეტალურად გარკვევას შეეხება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი თუ მთავრობის დონეზე მკაფიო განმარტებები ხეების გადატანასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ კეთდება. შეგახსენებთ, აჭარიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის ეზოში ხეების გადარგვის გამო, ათეულობით მცენარე მოჭრეს, რომელიც გიგანტური ხის ტნასპორტირებას ხელს უშლის.