13, მარტი 2018 14:06:00
საქართველოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები დასახელდა. 5-ეულს შორისაა მტირალას ეროვნული პარკი, რომელსაც 31 ათას 579 უცხოელი სტუმრობდა. ინფორმაცია "ფორბსის" ქართულმა გამოცემამ გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ გასულ წელს ქვეყნის დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი უცხოელი პრომეთეს მღვიმეს ესტუმრა, მეორე ადგილს მარტვილის კანიონი იკავებს. მესამე პოზიციაზე კი ყაზბეგის ეროვნული პარკი აღმოჩნდა. ჯამში დაცული ტერიტორიები ერთ წელში 412 ათას 763-მა უცხოელმა მოინახულა.