შაბათი 21, ივლისი 2018

„ისტორიული განაშენიანების ზონის დაცვის“ დოკუმენტს საჯაროდ ხვალ განიხილავენ

13, მარტი 2018 14:04:00

„ისტორიული განაშენიანების  ზონის დაცვის“  დოკუმენტს ხვალ, საჯაროდ განიხილავენ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ ნამან, სანამ დოკუმენტს საკრებულო დაამტკიცებს, მესამე სექტორის წარმომადგენლების შენიშვნების მოსმენას გეგმავენ. მოსაზრებების გათვალისწინებით კი შესაძლოა, მასში ცვლილებები შევიდეს. „ისტორიული განაშენიანების  ზონის დაცვის“   დოკუმენტი არსებული სტანდარტების გათვალისწინებით ახალი მშენებლობების შეზღუდვას და დარღვევების აღმოფხვრას ითვალისწინებს.