10, თებერვალი 2017 11:32:00
წელს აიპი „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ სასათბურე მეურნეობების, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოებას გეგმავს. ოთხი პროგრამის ბიუჯეტი 6 585 505 ლარს შეადგენს. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი ადგილობრივი პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს გააცნეს. აიპი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა.