13, მარტი 2018 14:03:00
სოფელ სულორში საინტერესო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. 15 ოჯახი აზიური ფაროსანასგან თხილის პლანტაციების გადარჩენას მწერთა სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი პრეპარატით ცდილობს. მეცნიერი კარლო კიკორია ამბობს, რომ იდეა იმ ფერმერების გამოხმაურების შემდეგ დაიბადა, რომლებმაც გასულ წელს პრეპარატი, მათივე მტკიცებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს. სოფელ სულორში მიმდინარე ექსპერიმენტს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც აკვირდებიან.