13, მარტი 2018 17:03:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ აგარაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს. შველი ქედის მუნიციპალიტეტში მდინარიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ ამოიყვანა. სპეციალისტების თქმით, მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. უწყების თანამშრომლებმა იგი დაცულ ტერიტორიაზე, ველურ ბუნებაში გაუშვეს.