14, მარტი 2018 17:04:00
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ორგანიზებით აჭარის კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ცვლილებების ძირითადი მიზანია აჭარის კონსტიტუცია, "აჭარის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან" შესაბამისობაში მოვიდეს, ვინაიდან გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფო გარკვეულ პრობლემებს აწყდება. საუბარი შეეხო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესს, საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებების გაზრდასა და მთავრობის კონტროლის მექანიზმებს. ძირითადი შენიშვნები ისევ ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა. შეგახსენებთ, რომ აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დეპუტატებმა უკვე მიიღეს. მეორე მოსმენა კი მიმდინარე კვირას იგეგმება.