15, მარტი 2018 17:05:00
ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობებით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა. საქმე ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შეძენას ეხება. ,,ისუზუ ატამანის“ შეთავაზებას უწყება ერთი თვის განმავლობაში განიხილავს. იმ შემთვევაში თუ კომპანია ტენდერის პირობებს დააკმაყოფილებს, ზაფხულში ქალაქს დამატებით 40 ახალი ავტობუსი ეყოლება. ტენდერის პირობების თანახმად, ახალი ავტობუსები 60 ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი და დიზელის საწვავზე მუშაობდეს.