19, მარტი 2018 14:03:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხე- ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. შუახევის მუნიციპალიტეტში, შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. ავტომანქანების მძღოლებმა, ხე-ტყის წარმოშობის სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. მანქანები დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.