19, მარტი 2018 14:05:00
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორის პროგრამას კვლავ განახორციელებს. სათესლე ნიორი ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით გადაეცემათ. გლეხს მის შესაძენად მხოლოდ ღირებულების 30 % ის გადახდა მოუწევს. სამინისტრომ ნიორის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინანადედებების მიღება 26 მარტს სრულდება. უწყება 528 ათას 812 ლარის ფარგლებში "ლუბაშას" ჯიშის 48 ტონა სათელსე მასალას შეიძენს. შეგახსენებთ, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "ნიორის პროგრამის" განხორციელება გასულ წელსაც სცადა, თუმცა მაშინ პროექტი ჩავარდა.