19, მარტი 2018 20:08:00
ბათუმში შინმოვლის პროგრამის კვლევების ანალიზმა საგანგაშო შედეგი აჩვენა - აცხადებენ კოალიცია "შინმოვლა საქართველოში". როგორც კვლევაშია აღნიშნული, შინმოვლის პროგრამა აცდენილია ძირითად მიზნებს და მოქალაქეები მრავალდარგობრივი სამედიცინო ჯგუფის მომსახურებას საერთოდ ვერ იღებენ. ნაცვლად კვირაში რამდენიმე ვიზიტისა, ზოგ ბენეფიციართან ექთანი თვეში ერთხელ მიდის. ბენეფიციარებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია - რა ტიპის მომსახურება ეკუთვნით. ანალოგიური კვლევა გასულ წლებშიც განხორციელდა, რამაც ასევე არაერთი უარყოფითი ტენდენცია გამოავლინა. კვლევა ბენეფიციარებთან პირდაპირი ინტერვიუს პრინციპით ჩატარდა.