19, მარტი 2018 17:05:00
სამშენებლო ნარჩენებით ქუჩის დანაგვიანების ფაქტი ბაგრატიონის და სოხუმის ქუჩების კვეთაში. ამის შესახებ ბათუმის მერია იტყობინება. უწყების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნაგავი ახლოს მდებარე სამშენებლო კომპანიამ დაყარა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც იურიდიული პირის ვინაობა უნდა დააგინოს. იდენტიფიცირების შემთხვევაში კანონდამრღვევს 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება. 1 კუბური მეტრი ან 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ფიზიკური პირის - 500, ხოლო იურიდიული პირის 1500 ლარით დაჯარიმებას იწვევს.