20, მარტი 2018 14:11:00
82 წლის ალექსანდრა ტერუნის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. საიათნოვას ქუჩის ოთხ ნომერში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან. მარტოხელა მოხუცი ეზოში გამოიყვანეს და ჭიშკარი ბოქლომით დაკეტეს. ამ ეტაპზე სახლიდან ავეჯი გამოაქვთ. ტერუნი საცხოვრებლის დათმობას არ აპირებს. მარტოხელას სახლის ნაწილი იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, კერძო მევახშემ კი როგორც თავად ამბობს, თანხის გადახდის დაგვიანების გამო, ქონება 2016 წლის 25 ნომებერს გაუყიდა. სახლის ახალი მეპატრონე კი მეზობელი გახდა, რომელიც საკუთრების გათავისუფლებას მოითხოვს.