20, მარტი 2018 14:10:00
ოპოზიცია აჭარის მთავრობას კვლავ კორუფციულ გარიგეგებში ადანაშაულებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს მაგალითად გმირთა ხეივანში მიწის ნაკვეთების გასხვისების საკითხი მოჰყავს. გია აბულაძეს მიაჩნია, რომ ტერიტორიაზე საერთო საცხოვრებრებლების ნაცვლად სასტუმროები უნდა აშენებულიყო, რითაც ბიუჯეტში თანხა შევიდოდა. ოპოზიციის კრიტიკას აჭარის მთავრობაში მოგვიანებით უპასუხებენ.