20, მარტი 2018 14:08:00
აჭარიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რჩეული ხეების ტრანპორტირება გრძელდება. შედეგად, ბათუმის ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დამტვრეულია გარეგანათების მოძები. მაგისტრალზე შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლაც. მოქალაქეებს კი შემოვლითი გზით მოუწიათ გადაადგილება. აჭარის მთავრობის თავჯდომარე აცხადებს, რომ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ის კომპანია მოაწესრიგებს, რომელიც გიგანტური ხეების ტრანსპორტირებითაა დაკავებული.