11, თებერვალი 2017 12:48:00
ხელვაჩაურში ხიხანის ქუჩის მცხოვრებლებსა და სამართალდამცვებს შორის ხმაური და დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივები ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემის სამონტაჟო სამუშაოებსა და კომპენსაციის ოდენობას ამ დრომდე აპროტესტებენ. ხელვაჩაურის მცხოვრებლებმა სამუშაეობის შეჩერების მიზნით გზის გადაკეტვა სცადეს. თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. მოსახლეობის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები მათ საკუთრებაშია შეჭრილი. მათივე მტკიცებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით კვადრატულ მეტრი მიწის ფართობი 35 $ ღირს, „სახლემწიფო ელექტრო სისტემა“ კი მათ 7-დან 20 ლარამდე უხდის. აქციის მონაწილეები საკუთრების დათმობას არ აპირებენ. კომპენსაციის რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით ისინი მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.