24, მარტი 2018 20:47:00
სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ იგი უდანაშაულოა. ასევე, იწმუნებიან, რომ დაკავებული არა მენეჯერი, არამედ საწყობის გამგე იყო. ოჯახის ინფორმაციით, 24 ნოემბერს, როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, მიქელაძე თურქეთში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი მიქელაძის დაუყოვნებლივ გათავისფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასტუმრო „ლეოგრანდს“ ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ. ახლობლები დღეს სასტუმროსთან შეიკრიბნენ, მმართველებთან შეხვედრა და განმარტების გაკეთება მოითხოვეს, თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას გიორგი მიქელაძის დაკავებასთან დაკავშირებით. შეხვედრა დღეს არ შედგა.