24, მარტი 2018 20:46:00
ჰქონდა თუ არა ჯგუფურ თავდასხმას ადგილი ჯელალ ქიქავას და მისი მეგობრების წინააღმდეგ და იყო თუ არა აღნიშნულის ორგანოზატორი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე, როგორც ამას ქიქავა ამტკიცებს, ამას გამოძიება დაადგენს. ძალადობის ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. ყოფილი პოლიტიკოსი, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაციის ხეწლმძღვანელი, ირწმუნება, რომ გვიან ღამით მას და მის მეგობრებს რამდენიმე სპორტსმენი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯელალ ქიქავა ამტკიცებსა, რომ ისინი სწორედ მუხრან ვახტანგაძისგან იყვნენ მიგზავნილები და ერთ-ერთმა თავდამსხმელებმა მას შემდეგი სიტყვები უთხრა: ,,მოკითხვა ვახტანგაძისგან“. ქიქავა მომხდარს ანგარიშსწორებას უკავშირებს. ვახტანგაძეს იგი მუქარაში გასული წელის აგვისტოშიც ადანაშაულებდა. მას შემდეგ, რაც ტვ 25-ის თოქ-შოუში „საზოგადოებრივი პოზიცია“ ქიქავამ პარლამენტარს ზონდერი უწოდა, ყოფილი ლეიბორისტი ირწმუნებოდა, რომ ვახტანგაძემ მეორე დღეს დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.