24, მარტი 2018 20:35:00
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ ტერმინ სტიგმას, რომელიც ზოგიერთი დაავადების მქონეთა საზოგადოებისგან იზოლირების სინონიმად იქცა. ახალი არავისთვისაა ფაქტი, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. საზოგადოების მცდარი და უსაფუძვლო რეაქციის გამო ტუბერკულოზით დაავადებულებს ხშირად უჩნდებათ ავადმყოფობის დამალვის, მკურნალობაზე უარის თქმის სურვილი. ამის გამო მდგომარეობა მძიმდება, განკურნება ჭიანურდება ან შეუძლებელი ხდება, ეს კი არა მარტო პაციენტს, არამედ მასთან კონტაქტში მყოფ პირებსაც ვნებს. 24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა. რას აკეთებს სახელმწიფო დაავადებასთან საბრძოლველად? რა პირობებში მკურნალობენ პაციენტები? რატომ არის მნიშვნელოვანი სრული კურსის ჩატარება? - კითხვებზე პასუხებს სიუჟეტიდან მიიღებთ