11, თებერვალი 2017 12:41:00
საგადასახადო შემოწმების რეგლამენტის თემაზე, ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რეპორტიორებს საგადასახადო შემოწმების გასვლითი პროცედურების რეგლამენტის შესახებ ესაუბრეს. სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონაც მოინახულეს და საბაჟო პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. მედიატური სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.