12, თებერვალი 2017 11:11:00
ბარათაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა დაანგრიეს. ისტორიული წყაროების თანახმად, ნაგებობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული.
შენობას კერძო მესაკუთრე ჰყავდა. სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, თუმცა წლის ბოლოს საბჭოს წევრების ხელახალი განხილვით, მას ძეგლის სტატუსი აღარ მიანიჭეს.
ტერიტორიაზე კომპანია “დარ ბილდინგს“ შვიდსართულიანი სახლის მშენებლოაბა აქვს დაგეგმილი. როგორც ბათუმის მერიაში განმარტეს, კომპანიას ამ ეტაპზე შენობის დემონტაჟის ნებართვა არ გააჩნია.
“დარ ბილდინგის“ წარმომადგენლები ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აცხადებენ, რომ მათ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია აქვთ.
ბათუმის მერიის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე დღეს შენობის დემონტაჟის პროცესი შეჩერდა.