12, თებერვალი 2017 11:08:00
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტზე იმჯელეს სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე. საკანონმდებლო პაკეტით შეთავაზებული ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების, მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხებიც. ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ავტოკატასტროფით დაზარალებულ მოზარდთა რიცხვი საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება.