12, თებერვალი 2017 11:05:00
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ტაძრებში, კვირადღეს სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. ამ შვიდეულში ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეებია. ხორციელ შაბათს კი, 18 თებერვალს, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება. ხორციელ კვირას, ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.