12, თებერვალი 2017 11:04:00
სასწავლო საწვრთნო პროგრამის ფარგლებში ბათუმელი წყალბურთელები ქუთაისში გაემგზავრნენ. 28 სპორტსმენი და ფედერაციების წარმომადგენლები ადგილზე შესაბამის წვრთნებს გაივლიან, რაც სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხელს შეუწყობს. წელს პირველად, სერვისით წყალბურთელები ისარგებლებენ, სამომავლოდ კი პროგრამაში სპორტის სხვა სახეობებიც ჩაერთვებიან.