16, აპრილი 2018 14:09:00
მახინჯაურში მცხოვრებლებმა დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქცია განაახლეს. დები ნაკაშიძეები რეგიონის მთავრობას საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შუამდგომლობას თხოვენ. შეგახსენებთ, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, რამდენიმე ადგილობრივი შეთავაზებული კომპენსაციით უკმაყოფილოა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტეს, რომ ოჯახების კონპენსირება აუდიტის დასკვნის საფუძველზე ხდება.