16, აპრილი 2018 14:01:00
უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით გარემოვაჭრეებს ბათუმის მერიამ გაფრთხილებები მისცა. ერთი კვირის ვადაში თვითდასაქმებულებმა წერეთლის ქუჩა უნდა დატოვონ. უწყება მათ საქმიანობის გაგრძელებას გოგოლის ქუჩაზე სთავაზობს. დეტალებს ახლა ბათუმის მერიის გარევაჭრობის განყოფილების უფროსთან თამაზ გოგიტიძესთან გავარვევთ.