20, აპრილი 2018 14:08:00
კურუფცია და ნეპოტიზმი ბათუმის მერიაში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებებით დაიწყო სხდომა ბათუმის საკრებულოში. მირდატ ქამადაძემ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო საჯარო ინფორმაციის დამალვაში დაადანაშულა და კოლეგებს მოუწოდა საკითხით დაინტერესებულიყვნენ. განცხადება გააკეთა ნოდარ დუმბაძემაც. დეპუტატმა მერს გასული წლის დანაპირები შეახსენა და აღნიშნა, რომ ბონის დასახლებაში ქვეითებისთვის ხიდი უნდა გაკეთებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.