28, აპრილი 2018 20:39:00
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, გურიის რეგიონში 18 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს.მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და გურიის გუბერნატორმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს. საუბრისას, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი. უწყებაში აცადებენ, რომ მუნიციპალიტეტების მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და სოფლების ტერიტორიები. რაც შეეხება ტყისპირა ზოლებს, აქ აქტიურად გამოიყენებენ მექანიკური ბრძოლის საშუალებას, რითაც დასახლებულ ტერიტორიებზე ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთება.