28, აპრილი 2018 20:35:00
თემა, რომელიც მედიის ყურადღების ქვეშ ყოველწლიურად ექცევა, თუმცა პრობლემები ამ მიმართულებით მაინც ბევრია. საუბარია სწრაფი კვების ობიექტებზე. დროის დაზოგვისა თუ დაბალი ფასის გამო მივირთმევთ საკვებს, რომლის არც სრული შემადგენლობა ვიცით და არც მომზადების პირობები. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე ასეთი ობიექტი გადაიღო და არავისთვის სიურპრიზი არ იქნება, რომ გითხრათ - არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა დახვდა. ანტისანიტარიას, თავი რომ დავანებოთ, უმეტეს შემთხვევაში სწრაფი კვების ობიექტები იაფფასიან პროდუქციას იყენებენ, რაც დამეთანხმებით ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ეს გარემოებაც ყველამ კარგად იცის, თუმცა მომხმარებელთა რაოდენობა არათუ მცირდება, არამედ რატომღაც მატულობს კიდეც. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ყველა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ეძიოს. ერთად ვნახოთ რა პირობებში იყიდება საკვები, რომელსაც იაფად ვყიდულობთ, თუმცა საბოლოო ჯამში შესაძლოა ძალიან ძვირი დაგვიჯდეს.