15, თებერვალი 2017 08:29:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, რეპორტიორ ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, სავარაუდოდ, დეკანოზი ფარულად სწორედ აღნიშნულმა ჟურნალისტმა ჩაწერა. ჟურნალისტი ჩვენთან საუბრისას, აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვა არ მოუთხოვია და მოწმეთა დაცვის პროგრამაში ის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მოხვდა. მამალაძე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო სამსახურთან გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, შესაბამისად, საქმის დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ შეუძლია.