07, მაისი 2018 17:03:00
საინფორმაციო გამოშვება - ”მაცნე” 14 წლისაა. ”ახალი ამბების” გამოშვება 2000 წლის თებერვალში ორთვიანი მუშაობის შეწყვეტის შემდეგ აჭარაში ვარდების რევოლუციიდან მეორე დღეს გავიდა ეთერში. ასლან აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ პირველი საინფორმაციო გამოშვება ორი რეპორტაჟით და მცირე შემადგენლობით დაბრუნდა. ”TV25"- არაერთ სირთულეს წააწყდა არსებობის განმავლობაში, ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი, რაც არხმა დღემდე მოიტანა, ცენზურისაგან თავისუფალი სიტყვაა. "მაცნე" დღის განმავლობაში სამჯერ გადის პირდაპირ ეთერში. მაუწყებელი საზოგადოებას პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თოქ-შოუს და სხვადასხვა სხვადასხვა ტიპის გადაცემებს სთავაზობს.