15, თებერვალი 2017 11:31:00
პირველი ივლისიდან სააპელაციო, რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებს უვადოდ დანიშნავენ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საერთო “სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის” ის ნორმა, რომელიც აღნიშნული სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნას 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით ითვალისწინებდა.