16, მაისი 2018 14:05:00
ბათუმის მერი სახელბურთო კლუბის წევრებს შეხვდა. ლაშა კომახიძემ ,,შავი ზღვის ბიჭებს“ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ბათუმის სახელბურთო კლუბმა ფინალურ მატჩში ქუთაისის გუნდი დაამარცხა და უკვე ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ფინალური მატჩი 5 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.