16, მაისი 2018 14:06:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ფერია-ესელიძეებისა და დევაძეების მიმართულებით გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 960 ათას ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმოამდგენლებმა დაათვალიერეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.