16, მაისი 2018 14:10:00
"კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის მტკიცებით, სასტუმრო "ლეოგრანდში" უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. მერაბ ღოღობერიძის თქმით, ობიექტი რამდენიმე დღეში ახალი სახელწოდებით გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაზეც შესაბამის სამსახურებს სათანადო რეაგირება არ აქვს. მისი ინფორმაციით, შენობაში კვამლის გამწოვი მილები არ არის დამონტაჟებული, ამასთან ელექტრო სადენები არ არის მოწესრიგებული. ღოღობერიძე პროკურატურას და აჭარის მთავრობას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ბრალდებას სასტუმროს ადმინისტრაციაში უპასუხეს.