17, მაისი 2018 20:05:00
სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა - ბათუმი 2018“ დაიწყო. მასში4 უცხოელი და 6 ბათუმელი მხატვარი მონაწილეობს. ისინი ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებზე ზეთით ან აკრილით იმუშავებენ. პლენერი ათი დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც 2 დღიანი გამოფენა მოეწყობა. პროცესის დასრულების შემდეგ, მიმდინაერე წლის ბოლოს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა ფესტივალის ოთხივე პლენერზე შესრულებული ნამუშევრის დასკვნითი გამოფენა. ვერნისაჟზე წარმოდგენილი იქნება ის 40 ფერწერული ტილო, რომელიც საჩუქრად გადაეცა ფესტივალის სპონსორს - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.