17, მაისი 2018 20:04:00
ბათუმის კლასიკური ბალეტის სახელმწიფო სკოლა-სასწავლებელში მსურველების მიღება დაიწყო. 7-8 წლის ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეების მიღება პირველ ცვლაში მოხდება. აღსაზრდელები ფიზიკური დათვალიერების და მონაცემების მიხედვით შეფასდებიან. განცხადებების მიღება 30 მაისის ჩათვლით იწარმოებს.