18, მაისი 2018 14:11:00
მდინარე კინტრიშისა და დეხვას გასწორხაზოვნებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 35 ათას 924 ლარს დახარჯავს. გარე განათების მოწყობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის კი - 11 200 ლარია გათალისწინებული. დამატებითი ხარჯების გაწევა გახდა საჭირო მაწანწალა ცხოველების დაჭერის, ტრანსპორტირებისა და გაუვნებელყოფისათვის, რისთვისაც მერია 8 475 ლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილების პროექტი მიიღეს. ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს ოპოზიონერმა დეპუტატებმა.