18, მაისი 2018 14:10:00
რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში გენდერული კუთხით რეგიონში, რა პრობლემები გამოიკვეთა და როგორ აპირებს გენდერული თანასწორობის საბჭო საკითხების გადაჭრას - საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი თქმით, ძირითადი მიმართულება, რაზეც დეპუტატები მუშაობენ ეს კვოტირების საკითხია. საბჭო წელს ინიციატივის წარდგენასაც გეგმავს. დეპუტატი მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის უწყებათაშორის კომისიის ჩამოყალიბების საკითხს.