18, მაისი 2018 14:07:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილი X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენი სულიერების ბალავარი“ მიმდინარეობს. ორდღიან საერთაშორისო სესიაში ღონისძიების 80-მდე მონაწილე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაზე, ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობაზე მოხსენებებს წარმოადგენს. კონფერენცია ბსუ-ს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.