19, მაისი 2018 20:52:00
ინცინდენტი ბათუმში. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ჰელიმიშის ქუჩაზე, თევზაობისას მოხდა. დაშავებულია ორი 15 წლის მოზარდი და სამოც წლამდე მამაკაცი. ისინი მძიმე დამწვრობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რეფერალურ საავადმყოფოსა და დედათა და ბავშვთა დაცვის ცენტრში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდები მართვით სუნთქვაზე აიყვანეს და თბილსში, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადააგზავნეს. თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს დაშავებული მამაკაციც. ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.