21, მაისი 2018 14:03:00
ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა სამშვიდობო მისია ჩაიბარა. ქართველი ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იქნება.