23, მაისი 2018 20:02:00
ბათუმში ვაჟა ფშაველას 27 ნომრის გვერდით მაღალსართულიანი საცხვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ზონალურმა საბჭომ ნებართვა არ გასცა. უარის მიზეზი საცხოვრებლის მოცულობის სიდიდე გახდა. მირზა ცეცხლაძის განმარტებით სინაგოგას მიმდებარედ 6 სართულიანი 32 ბინიანი კორპუსი განაშენიანების იერსახეს არღვევს. რაც შეეხება ბათუმში მელიქიშვილის 31-ნომერში ბელეტაჟის ტიპის სახლის და ქობულეთში აღმაშენებლის 570-ში ოთხსართულიან საცხოვრებელი სახლის მშენებლობას საბჭომ აღნიშნულ ობიექტებზე ნებართვა გასცა