23, მაისი 2018 14:10:00
ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსის ასაშენებლად ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. განმეორებითი აუქციონი 20 პროცენტიანი ფასდაკლებით მიმდინარეობს და საწყისი ფასი 837 ათას 600 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში სამსახურთულიანი სახლი უნდა ააშენოს, რომელიც აფეთქების დროს დაზარალებულ ცხრა ოჯახის გადაეცემა. სანაცვლოდ კი კომპანია ბაგრატიონის 127 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთს მიიღებს.