23, მაისი 2018 14:08:00
მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების, მოქალაქეების ინტერესების მოთხოვნებისა და საჭიროებების მიღების მიზნით ბათუმში საუბნო კავშირები დაფუძნდა. დღეს პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მიმართულება მოქალაქეებისთვის ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენასა და შესაძლებლობის ფარგლებში მოგვარებას ისახავს მიზნად. ასევე, გამარტივებულად მუნიციპალური სერვისები ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. ჯამში ქალაქის მასშტაბით 14 საუბნო გაერთიანება შეიქმნა, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები არიან გაერთიანებულები.