23, მაისი 2018 14:05:00
ხულოს ცენტრში მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერსა და კომპანია „მეტროს“ დირექტორს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. მერიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ,,მეტრო“ განახორციელებს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს იქნება ინვესტორის საჩუქარი. შენობის გასარემონტებლად 500 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. რეაბილიტირებულ ახალ შენობაში განთავსდება ხულოს მერია, საკრებულო და თვითმმართველობის აიპები. უცნობია რის საფუძველზე გაუჩნდა კომპანიას ქველმოქმედების სურვილი. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეომასალა აჭარის მთავრობის პრესცენტრმა მოგვაწოდა.