23, მაისი 2018 14:02:00
„უკვდავების წყარო“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. სახელმძღვანელოს ავტორი ვარდო დევაძეა. პოეტის შემოქმედებაში დიდი ადგილი საბავშვო ლექსებს უკავია. აღნიშნული წიგნიც პატარებისთვისაა განკუთვნილი. ღონისძიებაზე პოეტის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებიც გამოფინეს. „უკვდავების წყარო“ ავტორისთვის რიგით მერვე წიგნია.